დემოკრატები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის 2 ოფიციალური ბრალდების წაყენებას აპირებენ. ამის შესახებ წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელმა ელიოტ ენგელმა წარმოამდგენელთა პალატის სპიკერს, ნენსი პელოსის განუცხადა. მისი თქმით აშშ-ის პრეზიდენტს ბრალს სამსახურებრივი უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენებისა და კონგრესის მუშაობაში ხელის შეშლის ბრალდებით წაუყენებენ.
ამასთანავე, შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 25 სექტემბერს დემოკრატებმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტისთვის საჭირო ფორმალური პროცედურა დაიწყეს.