ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია „ვეტმანს“ ტოვებს - ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ facebook-ში Demna Gvasalia Daily-ზე გამოქვეყნდა.გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „ვეტმანის“ დატოვების მიუხედავად, გვასალია „ბალენსიაგაში“ მუშაობას აგრძელებს და ახალ კოლექციას 29 სექტემბერს წარადგენს. პარალელურად იწყებს ახალ პროექტზე მუშაობას, რომელიც „ვეტმანისგან“ დამოუკიდებელი იქნება. ცნობისთვის, დემნა გვასალია სცენაზე 2014 წელს Vetements-ის ბრენდით გამოჩნდა. მოგვიანებით კი ბალენსიაგას შემოქმედებითი სამსახურის ხელმძღვანელიც გახდა. გვასალია სოხუმში, საქართველოში 1981 წელს დაიბადა.