ბალენსიაგას კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია, და კანიე ვესტი ტანსაცმლის ბრენდ Gap-ისთვის საერთო პროექტზე მუშაობენ. კოლექცია, სავარაუდოდ, ივნისიდან იქნება ხელმისაწვდომი.
"ყველასათვის და ყოველთვის ხელმისაწვდომი შესანიშნავი კოლექციის შესაქმნელად Gap-თან და ბალენსიაგას კრეატიულ დირექტორთან, დემნასთან ერთად მუშაობა ჩემი ხედვის ხორცშესხმაა", — განაცხადა კანიემ Vogue-სთან ინტერვიუში.
აღსანიშნავია, რომ დემნა და კანიე დიდი ხანია, მეგობრობენ და თანამშრომლობენ.
"ძალიან ცოტა ადამიანს ვიცნობ, ვისაც ჩემი შემოქმედების ასე კარგად ესმის. ის [მაიძულებს, კომფორტის ზონიდან გამოვიდე და უკეთესი დიზაინერი ვიყო. თანამშრომლობისას არა ჩვენი ეგო, არამედ განვითარებისა და რაღაც დიდებულისა და ახლის შექმნის სურვილი გვამოძრავებს", ამბობს დემნა კანიეს შესახებ.
"ყველასათვის და ყოველთვის ხელმისაწვდომი შესანიშნავი კოლექციის შესაქმნელად Gap-თან და ბალენსიაგას კრეატიულ დირექტორთან, დემნასთან ერთად მუშაობა ჩემი ხედვის ხორცშესხმაა", განაცხადა კანიემ Vogue-სთან ინტერვიუში.