დემირელის კოლეჯის პარტნიორი სკოლები ხელისუფლებას დემირელის კოლეჯის დაკავებული დირექტორის მუსტაფა ემრე ჩაბუქის საკითხთან დაკავშირებით მიმართავენ და მისი ექსტრადიციის პროცედურების შეჩერებას მოითხოვენ. პარტნიორი სკოლების წარმომადგენლები ერთობლივად აწერენ ხელს განცხადებას და აფიქსირებენ მხარდაჭერას მუსტაფა ემრე ჩაბუქის მიმართ. თბილისის დემირელის კოლეჯის ერთ-ერთი მმართველი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით რამდნიმე ხნის წინ დააკავეს.