საქალაქო სასამართლომ დემირელის კოლეჯის ერთ-ერთ მმართველს, 3- თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროკურორის თქმით, მუსტაფა ემრე ჩაბუქს ბრალად შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება. ასევე ჩაბუქი თავს არიდებს გამოძიებას და თურქული მხარისგან მოწოდებული მასალების თანახმად, მიმალვაში იმყოფება. დაცვის მხარე ჩაბუქისთვის 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. დემირელის კოლეჯის ერთ-ერთი მმართველი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით 14 მაისს დააკავეს. ადვოკატის ინფორმაციით, საუბარია ფეთჰულა გიულენთან დაკავშირებულ ამერიკაში რეგისტრირებულ ორგანიზაცია FETO-ზე, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული.