სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის "დელტას" დირექტორმა 2018 წელს განხორციელებული სამუშაობი შეაჯამა. უჩა ძოძუაშვილის განცხადებით, აშენდა პირველი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საწარმოო ბაზა. მისივე განმარტებით, სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა “დიდგორის“ მიწოდებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყო საუდის არაბეთთან. ასევე, შეთანხმება გაფორმდა ინდონეზიასთან და დამატებითი მოლაპარაკებები 4 პოტენციურ ინვესტორთან მიმდინარეობს. როგორც უჩა ძოძუაშვილმა განაცხადა, ევროპის ორი სახელმწიფო საქართველოში წარმოებული სეტყვასაწინააღმდეგო სისტემითაც დაინტერესდა. სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის "დელტას" დირექტორის განმარტებით, ინფრასტრუქტურის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება 2019 წელსაც იგეგმება.მომავალი წლიდან სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი “დელტა” ყოველწლიურად, 150 ახალი სტაჟიორის მიღებას გეგმავს, საიდანაც სავარაუდოდ, 35-50 პირს დაასაქმებს