თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტას" გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობაზე აღადგინეს, - ინფორმაციას "დელტაში" ადასტურებენ. ძოძუაშვილი თანამდებობიდან გასული წლის 18 მაისს, თინა ხიდაშელის მინისტრობის პერიოდში გაათავისუფლეს. როგორც თავდაცვის სამინისტროში იმ პერიოდში აცხადებდენ, გათავისუფლების მიზეზი კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები იყო. თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ რომ დელტას“ ხელმძღვანელის თანამდებობაზე უჩა ძოძუაშვილის აღდგენა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა.