დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე მოპოვებულმა ახალმა მასალებმა შესაძლოა 2006-2007 წლის შეთანხმება შეცვალოს - Palitra News

დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე მოპოვებულმა ახალმა მასალებმა შესაძლოა 2006-2007 წლის შეთანხმება შეცვალოს

2020-09-24 14:04:39+04:00

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი არ გამორიცხავს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე მოპოვებულმა ახალმა კარტოგრაფიულმა მასალებმა 2006-2007 წლის შეთანხმება შეცვალოს. ამის შესახებ ზალკალიანმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, მასალები ქართულმა მხარემ მოიპოვა და მოწოდებულია აზერბაიჯანისთვისაც.

შეგახსენებთ, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფება გარდა ქართველი კოლეგისა მას შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს პრეზიდენტთან აქვს დაგეგმილი.