21:08
17 ივნისი, 2021, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ჩვენი პლანეტა
დელფინი - ცხოველი, რომლის სახელიც "ძმას" ან "ახალშობილს" ნიშნავს
03-06-2021

მსოფლიო ფაუნის ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო წარმომადგენლის - უნიკალური დელფინის სახელი ბერძნული „დელფოსისგან“ მომდინარეობს და „ძმას“ ან "ახალშობილს" ნიშნავს. როგორც ჩანს, უძველესი ბერძნები დიდ პატივს სცემდნენ ცხოველს, აფასებდნენ მის დახმარებას და სწორედ ამიტომ მოიხსენიებდნენ მას საკუთარ ძმად. თუმცა, არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის თანახმად, ცხოველის უცნაურ ხმას ბერძნები ბავშვის ტირილს ამსგავსებდნენ და სწორედ ამიტომ უწოდეს "ახალშობილი".

დელფინი, რომელსაც საკუთარი ინტელექტის წყალობით ყოველთვის უამრავი ლეგენდა უკავშირდებოდა, დღესაც ერთგვარი მითიური საბურვლითაა შემოსილი, რადგან მეცნიერების თავგამოდებული კვლევის მიუხედავად, მისი შესაძლებლობები მაინც არაა ბოლომდე შესწავლილი, თუმცა მკვლევართა ნაწილი დარწმუნებულია, რომ ცხოველის ინტელექტი ბევრად აღემატება ადამიანისას.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები