შვეიცარიის ციურიხის და აშშ-ის ბრისტოლის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გლობალური დათბობის გამო დედამიწაზე დელფინების შესაძლო გაქრობის შესახებ განაცხადეს. მეცნიერებმა 2011 წელის გლობალური დათბობის შედეგები შეისწავლეს, რამაც ავსტრალიის აღმოსავლეთ ნაწილზე მოახდინა გავლენა. მათ დაადგინეს, რომ შარკისყურეში ტემპერატურის 4 გრადუსით მატებამ ზღვის მცენარეების მნიშვნელოვანი ნაწილის კვდომა განაპირობა. რაც ადგილობრივი ეკოსისტემის ძირითადი შემადგენელი ნაწილია. 2011 წლის შემდეგ დელფინების სიცოცხლისუნარიანობის მაჩვენებელი 12 %-ით შემცირდა. ამის გარდა სპეციალისტებმა დააფიქსირეს, რომ ძირითადად დელფინების სიკვდილის მაჩვენებელი ახალშობილებში გაიზარდა.
ცნობილია, რომ დელფინები საკვებს წყლის სიღრმეში მოიპოვებენ და თბილი დინების გამო ნაკლებად დაზარალდნენ, თუმცა მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მღელვარების საფუძველი მაინც არსებობს. რადგან გრძელვადიან პერიოდში, წყლის ტემპერატურის მატება დელფინების გაქრობას გამოიწვევს.