დეკრეტული შვებულების ანაზღაურება შესაძლოა, შეიცვალოს. ამის შესახებ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პროექტშია საუბარი. ცნობისთვის, კანონპროექტი, პარლამენტს განსახილველად, დაახლოებით ერთ თვეში გადაეგზავნება.აღსანიშნავია, რომ ცვლილებების თანახმად, დაგეგმილია სტაჟირების, ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობის, ასევე შრომითი ხელშეკრულებების დადებისა და შეწყვეტისთვის მთელი რიგი შეზღუდვების დაწესება.ამასთან, იცვლება დეკრეტული შვებულების პირობები და ანაზღაურების წესი. კერძოდ, როგორც მომზადებულ პროექტშია აღნიშნული, ორსული ქალისთვის სამედიცინო გამოკვლევებისთვის დამატებითი ანაზღაურებადი შესვენება დადგინდება. ასევე, ცვლილების შედეგად, 183 დღიანი ანაზღაურებადი შვებულების დაფინანსება ერთჯერადი დახმარების ნაცვლად ხელფასის 80%-ის ოდენობით მოხდება.