დეკემბრიდან თებერვლის ჩათვლით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებად ონლაინ-სესხების გამცემი 12 კომპანია დარეგისტრირდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასული წლის დეკემბერში ონალაინ-სესხების გამცემი 7 კომპანია მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გახდა. მიმდინარე წლის იანვარში კი მიკროსაფინანსო ორგანიზაციად რეგისტრაციის პროცესი 4-მა კომპანიამ გაიარა, ხოლო თებარვალში მიკროსაფინანსო ორგანიზაციას დარეგისტრირდა ონლაინ სესხების გამცემი ერთი ორგანიზაცია.
ონლაინ-სესხების მიკროსაფინანსო ორგანიზაციებად გადაკეთების აქტიური პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც ნოემბრის ბოლოს მთავრობის სხდომაზე გაკეთდა განცხადება, რომ ონალიან-სესხების გაცემა აიკრძალებოდა. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, მსგავსი სესხების გაცემა არ აიკრძალა, თუმცა მათთვის გარკვეული რეგულაციები დაწესდა, კერძოდ, ონლაინ სესხებზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 100%-ს არ უნდა აღემატებოდეს.