დეკემბერში, ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობა 13%-ით, უძრავი ქონების გაყიდვები კი 51%-ით გაიზარდა. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვაშია აღნიშნული.
კერძოდ, „თიბისი კაპიტალის“ ცნობით, 2021 წლის დეკემბერში, ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობის ზრდა დადებით ნიშნულზე დარჩა და 2019 წელთან შედარებით 13% შეადგინა.
ამასთან, 1-26 დეკემბრის პერიოდში, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციები მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2019 წელთან შედარებით, ზრდამ 51% შეადგინა.