მიმდინარე თვის ბოლოდან ბაზარზე დეკას ჩაი გამოჩნდება. მცენარეულ ჩაის დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარისახოში კოოპერატივი "არაგველები" აწარმოებს. კოოპერატივი 5 ადამიანისგან შედგება. როგორც დირექტორმა ომა არაბულმა აღნიშნა, საწარმო, რომელიც ბარისახოში გასულ წელს გაიხსნა, მხოლოდ ველურ მცენარეებს (დეკა, მოცვი, პიტნა, კრაზანა და ა.შ.) გადაამუშავებს.