ბრალდებულ გიორგი მამალაძის ბარგიდან ამოღებული ნივთიერება ნატრიუმის ციანიდი იყო და საკმარისი იყო რამდენიმე ადამიანის სიცოცხლის მოსასპობად - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში. ამასთან ბალისტიკური და ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ ბრალდებულის ბინიდან ამოღებული პისტოლეტი წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებულ უნომრო ცეცხლსასროლ იარაღს, რომელიც ვარგისია გამოსაყენებლად.
"გარდა აღნიშნულისა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სხვადასხვა ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებს გაეგზავნათ შუამდგომლობები სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახე", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.