პრეზიდენტის გადაწყვეტილებას რომლის მიხედვითაც მან დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა საპარტიარქოში ეხმაურებიან. საპატრიარქოს პრესცენტის ხელმძღვანელის დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით მათთვის მისაღები იქნებოდა რომ გათვაისუფლებულიყო დეკანოზი რათა ეკელსიის წინააღმდეგ მიმდინარე პერფომანსი დასრულებულიყო. ამასთან ჯაღმაიძემ აღნიშნა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობას ძალიან დიდი სპეკულაციები მოჰყვა და ბევრმა ადამიანმა ისარგებლა ამით, რომ ეკლესიის წინააღმდეგ გამოეყენებინა ეს.
შეგახსნებთ, რომ პრეზიდენტმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარი თქვა. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თავად გააკეთა.
შეგახსენებთ, ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს 2017 წლის 5 სექტემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.