თუ პროკურატურაში ფიქრობენ, რომ „მარილზე გასვლა“ არის ანგარება, ეს მათი პოზიციაა, - ასე გამოეხმაურა გიორგი მამალაძის ადვოკატი პროკურატურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც დეკანოზს ბრალი დაუმძიმდა. მიხეილ რამიშვილის თქმით, აღნიშნული ბრალის მტკიცება პროკურატურის პრეროგატივაა, თუმცა მისთვის გაუგებარია, თუ სად იკვეთება საქმის მასალებში ანგარება.