დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია მიიჩნევს, რომ საქართველოს საპატრიარქომ დეკანოზის საქმის წნეხი 3 წელი ატარა და ახლა ცდილობს პასუხისმგებლობა სხვა ინსტიტუტზე გადაიტანოს. ადვოკატის განცხადებით, პრეზიდენტმა სამი წლის თავზეც არ იცის თუ რას ედავებიან დეკანოზ მამალაძეს და საქმეში ვინ არის დაზარალებული. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობა ამ განცხადებით შეცდომაში შეიყვანა. ადვოკატი ხას უსვამს ფაქტს რომ საქმეში დაზარალებულად არა ეკლესია არამედ საერო პირი შორენა თეთრუაშვილია ცნობილი.