დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულს სავარაუდოდ, 22 მაისს მოინახულებენ. ამის შემდეგ გადაწყდება რა სამართლებრივი რეაგირება ექნებათ ადვოკატებსა და ბრალდებულს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, დეკანოზისთვის სახაზინო ადვოკატის დანიშვნასთან დაკავშირებით. როგორც დეკანოზის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განაცხადა, სახაზინო ადვოკატი იმ შემთხვევაში ინიშნება, თუ საქმეში არ არსებობს არც ერთი კერძო ადვოკატი, დეკანოზს კი არა სამი, არამედ 4 ინტერესების დამცველი ჰყავს.
ადვოკატის ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ინტერესების დამცველები ორშაბათს გაასაჩივრებენ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ბესიკ ბუგიანიშვილის განკარგულებას ადვოკატების გაძევებასთან დაკავშირებით.