ადვოკატების მრავალსაათიანი გამოსვლა იყო მცდელობა, რომ ბრალდებული წარმოაჩინონ მსხვერპლად, - ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ადვოკატების დასკვნითი სიტყვის შეფასებისას განაცხადა. ჯარჯი წიკლაურის განმარტებით, ბრალდება არის დადასტურებული და უტყუარი მტკიცებულებების ფონზე პროკურატურა ელოდება გამამტყუნებელ განაჩენს.