დეკანოზი თეოდორე გიგნაძე მრევლთან ერთად მზადყოფნას გამოხატავს საჭიროების შემთხვევაში, მოხალისეებად ჩაერთოს კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში. სპეციალურ განცხადებაში სასულიერო პირმა ახალ კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებულ პრევენციულ ქმედებებზე ისაუბრა. მისი თქმით, მაშინ როდესაც განვითარებულმა ქვეყნებმა ვერ შეძლეს დროული და ადეკვატური ღონისძიებების მიღება, საქართველომ პიროვნული თავგანწირვის და დაუღალავი შრომის წყალობით, მიაღწია იმას, რომ კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით, სამაგალითო გახდა ვირუსთან ბრძოლაში.
დეკანოზი ჯვართამაღლების ტაძრის სამრევლოსა და "ათონის დარბაზის" სახელით მხარდაჭერას უცხადებს მთავრობას და გამოხატავს სრულ მზადყოფნას საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს მოხალისეობრივი ჩართულობისა ყველა საჭირო მიმართულებით.