დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი რუის-ურბნისის ეკლესიაში მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე საუბრობს. დეკანოზის განცხადებით, ხაშურის ეპისკოპოს სვიმეონის მიმართ უდიერი განწყობა თავად გამოხატა, რის შემდეგაც მასზე აფექტის მდგომარეობაში მყოფი საერო პირი მას ფიზიკურად გაუსწორდა.
მისივე თქმით, არავის მიმართ საჩივარი არ აქვს და იმედოვნებს, რომ აღნიშნული საქმის ირგვლივ გამოძიება არ დაიწყება.
შეგახსენებთ, რუის-ურბნისის მიტროპოლიტ იობის რეზიდენციაში სასულიერო პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, სამების საპატრიარქო ტაძრის დეკანოზ თეიმურაზ თათარაშვილს ეპისკოპოსი სვიმეონ ცაკაშვილი და მისი თანმხლებ პირები დაესხნენ თავს.