დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩაფიძის გულის ცენტრიდან ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. როგორც ჟურნალისტებს ჩაფიძის კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, ზაზა ლაზარაშვილმა განუცხადა, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის სტაციონარულ მკურნალობას აღარ საჭიროებდა. დეკანოზი გიორგი მამალაძე გონების დაკარგვით ჩაფიძის კლინიკაში რამდენიმე დღის წინ დააყვინეს. დეკანოზს ამ დროის განმავლობაში სხვადასხვა სამედიცინო კვლევა ჩაუტარდა. დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ის მკვლელობის მომზადების ბრალდებითაა დაკავებული.