მცხეთა-თბილისის ეპარქიის გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკასთან არსებული წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი დიმიტრი აბაიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა.
„საპატრიარქოს უწყებანის“ ინფორმაციით, დეკანოზ დიმიტრი აბაიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება ვირუსით დაინფიცირებამ გამოიწვია.