დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მედიასაშუალებებში გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. აღნიშნულ ფოტოში ჩანს, რომ სასულიერო პირები აშშ-ს საელჩოს მიღებაზე თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს ესაუბრებიან. ჯაღმაიძის განცხადებით, ამ ფოტოს ისე წარმოჩენა, თითქოს რაიმე დაფარული საუბარი შედგა მღვდელმთავრებსა და ე.წ. პრაიდის ორგანიზატორებს შორის არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობა.
"მიღებაზხე აღმოჩნდნენ აღნიშნული ე.წ. პრაიდის ორგანიზატორები და რაღაც მომენტში ასევე სტუმრად მიწვეულ ჩვენს მღვდელმთავრებთან მივიდნენ. სავარაუდოდ, ფოტოს გადაღებაზე წინასწარვე იზრუნეს და ეს შემთხვევით შერჩეული კადრი არაა. რაც შეეხება საუბრის შინაარსს, აქაც ყველაფერი ჩვეული და მარტივი გასაგებია მათთვის, ვინც იცის ეკლესიის დამოკიდებულება სოდომურ ცოდვასთან დაკავშირებით. მღვდელმთავრებმა საუბარში განუმარტეს მათ, რომ ე.წ. პრაიდის გამართვა არის ცოდვის პოპულარიზაცია, ძალადობა საზოგადოებაზე და სრულიად დაუშვებელია”, - აცხადებს მამა ანდრია ჯაღმაიძე.