დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - პატრიარქი თავს კარგად გრძნობს - Palitra News

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - პატრიარქი თავს კარგად გრძნობს

2021-03-25 14:58:02+04:00

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ პატრიარქი თავს კარგად გრძნობს. მისივე თქმით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება სამარცხვინოა. მისივე თქმით, პატრიარქს არაკეთილმოსურნეები ბევრი ჰყავს და მათ ძალიან ეჩქარებათ რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდეს.