დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრესთან დაპირისპირებას ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ მისთვის "არაკაცი" არ უწოდებია. აღნიშნულ საკითხზე ჯაღმაიძემ რადიო "პალიტრას" ეთერში, გადაცემა "შუადღის სტუდიაში" ისაუბრა და როგორც აღნიშნა, "მსგავსი სიტყვები მის ლექსიკაში არ არის".
შეგახსენებთ, რომ გარცელებული ინფორმაციით, ანდრია ჯაღმაიძემ მეუფე პეტრეს არაკაცი უწოდა. შემთხვევა შაბათს, ფოთის მიტროპოლიტ გრიგოლის დედის დაკრძალვაზე მოხდა.