დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - ეს "რუსთავი 2"-ის დასასრულის დასასრულია, დასასრულის დასაწყისი კი, ეკლესიის ღია დისკრედიტაციით დაიწყო - Palitra News

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - ეს "რუსთავი 2"-ის დასასრულის დასასრულია, დასასრულის დასაწყისი კი, ეკლესიის ღია დისკრედიტაციით დაიწყო

2019-07-10 11:05:29+04:00

უკანასკნელ დღეებში ცხადი ხდება, რომ საკუთარი თავის გადასარჩენად „რუსთავი 2“ მზად არის მრავალ ადამიანს, მთლიანად საქართველოს შეუქმნას პრობლემები, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს. მისივე თქმით, დაახლოებით ერთი წლის წინ „რუსთავი 2“ -ს საპატრიარქომ ბოიკოტი გამოუცხადა. ამასთან, დეკანოზის თქმით, საკუთარ თავზე აგრესიის გამოწვევის ტაქტიკა და საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩენის მცდელობა პირველად არ ხორციელდება მათი მხრიდან.