დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დავით გარეჯის საქმეზე - ძალიან ხელოვნურია ამ დიდი პრობლემის ცენტრში ორი ადამიანის დაყენება - Palitra News

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დავით გარეჯის საქმეზე - ძალიან ხელოვნურია ამ დიდი პრობლემის ცენტრში ორი ადამიანის დაყენება

2020-10-14 16:55:06+04:00

ძალიან ხელოვნურია ამ დიდი პრობლემის ცენტრში ორი ადამიანის დაყენება. შესაძლოა, რომ ეს ორი ადამიანით არ შემოიფარგლებოდეს, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დავით გარეჯის საქმის კომენტირებისას განაცხადა. დეკანოზის თქმით, დავით გარეჯთან დაკავშირებით საუბარი 15 წელია მიმდინარეობს, საპატრიარქო კი წინასაარჩევო გეგმებში არ მონაწილეობს.