დეკანოზი გიორგი მამალაძე საზოგადოებას სასულიერო პირისთვის შეუფერებლად საუბრის გამო ბოდიშს უხდის. დეკანოზმა სასჯელაღსრულების # მეცხრე დაწესებულებიდან, გაზეთ ”კვირის პალიტრას” წერილი გამოუგზავნა, სადაც აღნიშნავს, რომ მის მიერ ნათქვამი სიტყვები - "დასაბრედია" და "მარილზე გასაშვებია" არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს მოკვლა სურდა.დეკანოზი წერილში ასევე ადასტურებს, რომ ციანიდს ნამდვილად ეძებდა, თუმცა რისთვის, მისი თქმით, "ეს გამოძიებამაც იცის".