მე ციანიდი არ შემიძენია და არც ბარგში მქონია, ჩადეს! ისიც ვიცი, ვინც ჩადო, - ამის შესახებ ე.წ ციანიდის საქმეზე ბრალდებულმა დეკანოზმა, გიორგი მამალაძემ განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფო ბრალდებამ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში, რომელიც საქმის ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებად ითვლება, არ გამოაქვეყნა ის ნაწილი, სადაც ჩანს, რომ არავის მკვლელობა არ იგეგმება. ბრალდებული დეკანოზის განცხადებითვე, როგორც კი გაუთქმელობის შეზღუდვა მოიხსნება, აღნიშნული ვიდეოჩანაწერები სრულად გავრცელდება.
"პროკურატურამ კარგად იცის, ვინ მთხოვა ამ ნივთიერების შეძენა და რისთვის. სწორად გამიგეთ, ამ საკითხის დეტალებზე სასამართლოზე უნდა ვისაუბრო და ამ ეტაპზე თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან. უბრალოდ გეტყვით, რომ ეს იყო ბევრი მხარის მიერ დაგებული მახე" - აღნიშნა ბრალდებულმა. დეკანოზ გიორგი მამალაძესთან წერილობით ინტერვიუს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" აქვეყნებს. ტელეკომპანიამ დეკანოზს კითხვები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაუგზავნა.