დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის ერთ-ერთი მოწმე ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე მოწმეთა დაცვის პროგრამაშია. როგორც ირაკლი მამალაძემ პალიტრანიუსს განუცხადა, მას სახელმწიფო დაცვა იცავს, თუმცა დაცვა პირადად მას არ მოუთხოვია. მისი ინფორმაციით, მოწმეთა დაცვის პროგრამაში ის პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე მოხვდა. ამასთან ირაკლი მამალაძის თქმით, ის დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით გამოძიებამ უკვე დაკითხა და თანამშრომლობა გრძელდება.