ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიგზავნა. აღნიშნულის შესახებ „პალიტრანიუსს“ დეკანოზის ადვოკატებმა განუცხადეს. ისინი საჩივრის შინაარსზე არ საუბრობენ, თუმცა, იმედს გამოთქვამენ, რომ სტრასბურგის სასამართლო ამ საქმეში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ხედვას გაითვალისწინებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე კი უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში საერთოდ არ მიიღო.