დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი დაკავებული მოძღვრის შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართავს.როგორც დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელი შეწყალების განახლების მოთხოვნის აუცილებლობა დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებამ გამოიწვია. მისივე თქმით, მამალაძეს ექვს თვეზე მეტია, რაც მარჯვენა კიდურები პარალიზებული აქვს და დამოუკიდებლად ეტლითაც კი არ შეუძლია გადაადგილება ამასთან, ფანცულაიას განცხადებით, დეკანოზ მამალაძის ადვოკატები მიმართავენ საპატრიარქოს და უწმინდეს ილია მეორეს, რათა შეიწყალების საკითხში პრეზიდენტ ზურაბიშვილთან უშუამდგომლოს.