საქართველოს საპატრიარქოსთან ე.წ. "ციანიდის საქმეზე" მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები და ახლობლები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, მოხდეს დეკანოზის ზიარება.როგორც "პალიტრანიუსს" გიორგი მამალაძის ძმამ განუცხადა, გაუარესებულია მსჯავრდებული დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა. კონკრეტულად კი, მისი ინფორმაციით, გიორგი მამალაძეს გულთან დაკავშირებით აქვს პრობლემები. მისივე განცხადებით, მძიმეა მისი სულიერი მდგომარეობა.