დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა, სავარაუდოდ, დღეს განახლდება. მამალაძე გამოძიების კითხვებს გუშინ გვიანობამდე პასუხობდა. პროკურორის განცხადებით ამ ჩვენებამ მათ კიდევ უფრო მეტი კითხვა გაუჩინა. ჟურნალისტებთან საუბრისას ჯარჯი წიკლაურმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით საქმის სამართლებრივი შეფასება ნაადრევია, რადგან დაკითხვის პროცედურა არ დასრულებულა. პროკურორის განცხადებით, ბრალდებულ გიორგი მამალაძის დაკითხვის გაგრძელება პირველივე შესაძლებლობისთანავე მოხდება. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე კი, ჟურნალისტებთან საუბრისას დაკითხვის კონკრეტიკისგან თავის იაკვებს.
იხილეთ:
მამა გიორგი მამალაძე შეკითხვებზე პასუხის გაცემამდე მისი ოჯახის უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს