დეკანოზი გიორგი მამალაძე საზოგადოებას სასულიერო პირისთვის შეუფერებლად საუბრის გამო ბოდიშს უხდის. დეკანოზმა სასჯელაღსრულების # მეცხრე დაწესებულებიდან, გაზეთ "კვირის პალიტრას" წერილი გამოუგზავნა, სადაც აღნიშნავს, რომ მის მიერ ნათქვამი სიტყვები - "დასაბრედია" და "მარილზე გასაშვებია" არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს მოკვლა სურდა. დეკანოზი წერილში ასევე ადასტურებს, რომ ციანიდს ნამდვილად ეძებდა, თუმცა რისთვის, მისი თქმით, „ეს გამოძიებამაც იცის“. „რაც შეეხება სიტყვებს "დასაბრედია", "მარილზე გასაშვებია" და მათ შინაარსს, ღმერთია მოწამე, არავის მკვლელობა არ მიგულისხმია. მე და ჩემი ნათესავი ხუმრობასა და შაყირნარევ საუბარში ავყევით ერთმანეთს, მაპატიეთ ჟარგონისთვის, "მარიაჟობასაც" დავარქმევდი“ - წერს დეკანოზი.
იხილეთ:
დეკანოზ გიორგი მამალძის წერილი ციხიდან - რა მიმართვას უგზავნის საზოგადოებას დაკავებული?