დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია პროკურატურას მიმართავს, რათა მას საქმის დეტალების გაუთქმელობის ვალდებულობა მოეხსნას. როგორც ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა, განცხადებას ის პროკურატურაში უახლოეს დღეებში შეიტანს. როგორც ფანცულაია აღნიშნავს, ერთ-ერთი არგუმენტი, რის გამოც ის საქმეზე გაუთქმელობის ვალდეულების მოხსნას ითხოვს, მთავარი პროკურორის გუშინდელი ბრიფინგი და ის განცხადებებია, რომელიც ირაკლი შოთაძემ საქმესთან დაკავშირებით გააკეთა. იხილეთ: მამა გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს - პროკურატურის საგანგებო ბრიფინგი