გიორგი მამალაძის ადვოკატები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. დეკანოზის ინტერესების დამცველები გადაწყვეტილების ჩაბარებას ელოდებიან. სავარაუდოდ ზემდგომ ინსტანციას ადვოკატები დღესვე მიმართვაენ. დაცვის მხარისთვის მიუღებელია ის არგუმენტები, რის საფუძველზეც საქალაქო სასამართლომ დეკანოზს არ შეუცვალა აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 20 ათას ლარიანი გირაოთი. შესაბამისად დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა წინასასამართლო სხდომის თარიღის გადადების თაობაზე.