დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი და მეუფე გრიგოლი დღეს ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძეს მოინახულებენ. ამის შესახებ საპატრიარქოს პენიტენციურ სისტემასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა, დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, მამა კახაბერისა და მეუფე გრიგოლისთვის საპატიმროში შესასვლელად საშვი უკვე გამოწერა. დეკანოზ გიორგი თევდორაშვილს არ დაუკონკრეტებია, რა მიზნით შეხვდებიან სასულიერო პირები დეკანოზ გიორგი მამალაძეს.