დეკანოზ გიორგი მამალაძის მოსანახულებლად გლდანის ციხეში მისი ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი მივიდა. ადვოკატის თქმით ის დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობით არის დაინტერესებული. მიხეილ რამიშვილის თქმით ის ეცდება დეკანოზსს შიმშილობა გადააგიფქრებინოს.რაც შეეხება დეკანოზის ოჯახის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს, რომ ოჯახი საპატრიარქოსთან დაკავშირებით კონკრეტულ ინფორმაციას ფლობს და ამის გავრცელებას აპირებს, ადვოკატმა თქვა, რომ დეტალებზე გამოსვლის შემდეგ ისაუბრებს. ადვოკატის გარდა დეკანოზის მონახულებას მისი ძმა, თორნიკე მამალაძეც გეგმავდა, თუმცა ის გლდანის ციხესთან აჯერ-ჯერობით არ გამოჩენილა.