შეწყალების კომისიამ მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტს დადებითი რეკომენდაცია ვერ მისცა, რაც პრეზიდენტმა გაიზიარა.შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის განცხადებით, კომისიამ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე გასულ კვირას განიხილა. ზვიად ქორიძის განცხადებით, გიორგი მამალაძის საქმეს კომისია განსაკუთრებული წესით განიხილავდა, რადგან მას სასჯელის ნახევარი მოხდილი არ აქვს.