"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატის ენზელ მკოიანის მიერ ჩადენილი, სისხლის სამართლის დანაშაულის პირდაპირი მტკიცებულებები არსებობს, არც პოლიცია და არც პროკურატურა რეაგირებას არ ახდენს.
დეკანოიძის თქმით, "ქართული ოცნების" დეპუტატი, ენზელ მკოიანი გამოირჩეოდა და დღესაც გამოირჩევა ძალადობრივი ფაქტებით, მაგრამ მისივე თქმით, ის არასდროს არ დასჯილა.
"ნაციონალური მოძრაობა" ფაქტზე დროულ რეაგირებას ითხოვს.