აშშ-ის „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ პრეზიდენტი დეიმონ ვილსონი აცხადებს, რომ საქართველო დიდი ხნის განმავლობაში რეფორმების კუთხით მოწინავე ქვეყნად განიხილება და ევროკავშირის გადაწყვეტილება იმის ნიშანია, რომ გასაკეთებელი და საწუხარი ამ კუთხით ბევრია. მისი თქმით, არსებობს გარკვეული შეშფოთება და იმედგაცრუება პროგრესის ნაკლებობის გამო. ვილსონმა აღნიშნა, რომ დემოკრატიული რეფორმების გაღრმავების, ევროკავშირში გაწევრიანების თუ ნატოსკენ სვლის მთელი ეს პროცესი ვერ იმუშავებს, თუ საქართველოში თვლიან, რომ ყველაფერი ბრიუსელის დასაკმაყოფილებლად კეთდება. დეიმონ ვილსონი ასევე თვლის, რომ საქართველოს წინსვლის გათვალისწინებით ქვეყანა ნატოს წევრობას იმსახურებს. ვილსონი ამბობს, რომ საკუთარი თვალით აქვს ნანახი ის წვლილი , რაც საქართველომ ნატოს უსაფრთხოების საქმეში შეიტანა.