ბუკინგემის სასახლე სოციალური მედიის მენეჯერს ეძებს. ამის შესახებ ვაკანსია დიდი ბრიტანეთის სამეფო სახლის ვებგვერდზე გავრცელდა.განცხადების მიხედვით, „მათთვის, ვინც ინსტაგრამის მართვა და Twitter-ზე გამორჩეული ტექსტების წერაც კარგად იცის, კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა აქვს ბრიტანეთის სამეფო კომუნიკაციის გუნდში. შერჩულ კადრს ევალება, ვიზიტების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, სტატიების დამუშავება და ციფრული პლატფორმის მართვა. ხელფასი დაახლოებით $38,000 დოლარს შეადგენს.