დედოფალ ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილს ინდოეთიდან საქართველოში დროებით შაბათს ჩამოასვენებენ - ამასთან დაკავშირებით საპატრიარქო მრევლს მიმართავს. „ასეთი ტანჯული, ღვთისა და ქვეყნისათვის ასეთი თავდადებული დედოფალი მსოფლიო ისტორიაშიც კი იშვიათია. ფრიად სამწუხაროა, რომ მისი ნეშტი ჩვენ არა გვაქვს, მაგრამ კვირას, 24 სექტემბერს, წმინდა დედოფლის წმინდა ნაწილი, წირვაზე, 11:00 საათზე, მუზეუმიდან გადაბრძანებული იქნება სამების საკათედრო ტაძარში და გეძლევათ უნიკალური საშუალება, თქვენი სიყვარული და პატივისცემა გამოხატოთ მისდამი.ლუსკუმა წმინდანის ნაწილით 25 სექტემბერს, ორშაბათს, 13:00 საათზე, წაბრძანდება კახეთში, ალავერდის საკათედრო ტაძარში, რათა ქეთევანობის დღესასწაულზე წმინდა ქეთევანს მლოცველებმა იქ სცენ მას თაყვანი.შემდეგ სიწმინდე სხვა ეპარქიებსაც მოივლის“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.