16:44
6 ივლისი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
დედისა და ბებიის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
27-02-2020

დედისა და ბებიის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 19 წლის მიხეილ ზაუტაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. აღნიშნულ შუამდგომლობას დაეთანხმა დაცვის მხარეც.

მიხეილ ზაუტაშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს. მას ბრალი ოჯახის წევრების განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინეს, რომელიც ჩადენილია წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები