08:10
26 მაისი, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
დედის მკვლელობაში ბრალდებული ირმა ყოჩიაშვილი საზარელ დეტალებსა და მომვალ გეგმებზე
17-01-2017

76 წლის დედის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული ირმა ყოჩიაშვილი თავს წარდგენილ ბრალში დამნაშავედ სრულად ცნობს. მოკლულის შვილმა სკანდალურ სასამართლო პროცესზე განაცხადა რომ მას შეეძლო საერთოდ არ ეყურებინა საკუთარი დედის მკვლელობისთვის, თუმცა თავადვე გადაწყვიტა რომ პირადად ენახა თუ როგორ მოკლავდნენ მის მშობელს. ყოჩიაშვილი აცხადებს რომ მკვლელობის ყურებით მან ქიმია-ფიზიკის განხრით გარკვეული გამოცდილება მიიღო და ამ კუთხით გადატრიალების მოხდენას აპირებს. ბრალდებული ამბობს რომ ამ საკითხებზე ის წიგნსაც გამოსცემს.დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი 76 წლის ქალის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ხუთი პირი ნოემბერში დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ირმა ყოჩიაშვილმა შეყვარებულის - ბექა შენგელიას და კიდევ ერთი არასრულწლოვანი მეგობრის დახმარებით, დედა - ლუბა ყოჩიაშვილი ელექტროშოკით გაგუდა, რის შემდეგაც მოხუცი დანის ჩარტყმით მოკლეს, დაანაწევრეს და ცხედარი ჩანთებით ბექა შენგელიას ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს. გვამი საბოლოოდ, გლდანის ყოფილ ნაგავსაყრელზე მიიტანეს და დაწვეს. ამასთან, საქმის პროკურორის ინფორმაციით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა გარდაცვლილი ქალის სხეული ჯერ დაანაწევრა, შემდეგ კი - შეჭამა.

AutoPlay
ირანის ორი მთავარი შიიტური სალოცავი მომლოცველებისთვის გაიხსნა
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
ქართული მხარე უკრაინაში ელჩის დაბრუნების საკითხს უკრაინაში მოვლენების განვითარების შესაბამისად გადაწყვეტს
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
როდის აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა?
გამოქვეყნდა 13 საათის წინ
ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაციულ შენობაში წვიმა ჩამოდის - კადრები საავადმყოფოდან
გამოქვეყნდა 14 საათის წინ
26 მაისის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები წელს არ გაიმართება
გამოქვეყნდა 14 საათის წინ
იაპონიაში საგანგებო მდგომარეობა მოიხსნა
გამოქვეყნდა 15 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები