01:47
13 ივლისი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
დედათა და ნაყოფის სიკვდილიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი პრეეკლამფსიაა - არსენ გვენეტაძე
29-05-2020

ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციულ კლინიკაში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც კლინიკის ხელმძღვანელმა, პროფესორმა არსენ გვენეტაძემ, კოლეგებთან ერთად შეაჯამა კორონავირუსის პანდეემიის პერიოდში კლინიკის მუშაობა და მიღწევები.  

97 ახალი სიცოცხლე, ეპიდვითარების პერიოდში პერიოდში   -  ზურაბ საბახტარაშვილის  რეპროდუქციული ცენტრი უშვილობის მკურნალობას  უწყვეტ რეჟიმში აგრძელებდა. 

აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში კლინიკაში დაინერგა ორსულებისთვის პრეეკლამფსიის სკრინინგი. წელიწადში , მსოფლიოში 76 000 ქალი და ნახევარი მილიონი ნაყოფი იღუპება ამ პათოლოგიის გამო მუცლადყოფნის ან მშობიარობის დროს.

არსენ გვენეტაძის განცხადებით, პრეეკლამფსიის განვითარების რისკის შემაფასებელი სკრინინგის ჩატარება ორსულობის პირველ ტრიმესტრში და დროული მკურნალობა, აღნიშნული პათოლოგიის რისკს  62%-ით ამცირებს. მისივე თქმით, ასევე აუცილელია ორსულებს ჩაუტარდეთ ანემიის სკრინინგი.

ზურაბ საბახტარაშვბილის რეპროდუქციული კლინიკა ენდომეტრიოზის ოფიციალურად სერტიფიცირებული, ევროპული ცენტრია 2016 წლიდან. კლინიკის სამეციერო პრაქტიკული კვლევები ევროპის კონგრესების საუკეთესო ნაშრომებად აღიარეს.

არსენ გვენეტაძემ კოლეგებს და მედიის წარმომადგენლებს ასევე წარუდგინა  ღირსების მონუმენტი, რომელიც მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძემ შექმნა.  კლინიკის ხელმძღვანელმა  ღირსების მონუმენტი, ექიმებს და პაციენტებს მიუძღვნა, პატივისცემის ნიშნად.

ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკა 2009 წელს დაარსდა. კლინიკა გამორჩეულია ევროპული სტანდარტებით აღჭურვილი ტექნიკით და მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით,  რომელიც წარმატებით ახერხებენ რეპროდუქციული ხასიათის სირთულეების, უშვილობის და სხვა გინეკოლოგიური პრობლემების გადაჭრას. კლინიკა მონაწილეობს ხუთ საერთაშორისო მულტიცენტრულ კვლევაში.  კლინიკის ძირითადი მიმართულებებია :

  • ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა
    In-vitro განაყოფიერება
    გინეკოლოგია
    • გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგია
    • ესთეტიური ენდოკრინოლოგი
    • ნეიროენდოკრინოლოგია
    • ფსიქოლოგის კონსულტაცია გეშტალტ ფსიქოლოგიის მიხედვით
    • თანამედროვე ქირურგიული ტექნოლოგიები
    • ლაპაროსკოპია, ჰისტეროსკოპია, ფერტილოსკოპია
    • ლაპაროტომია და საშოს პლასტიკური ოპერაციები
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები