საბჭოთა პერიოდის ყველაზე სისხლიანი ეპოქა - მეორე მსოფლიო ომი და იქ დახოცილი ქართველები. მხოლოდ საქართველოდან საომრად გაწვეული 700 000 მეომარი, მათგან შექმნილი დივიზიები და საბედისწერო ლოკაცია უკრაინაში, ქერჩში. ჩვენი თანამემამულეებიც რუსულ ნაწილებში რომ გადაენაწილებინათ მაშინ, ასეთი მასშტაბის მსხვერპლი არ იქნებოდა. აშკარად მოღალატეობრივად გადაყვანილმა მებრძოლებმა სული ბრძოლაში დალიეს. 1941 წელს, როცა გერმანელებმა ალყა შემოარტყეს ქერჩში დისლოცირებულ ქართულ დივიზიებს, მათ თავი აჯიმუშკაის ქვის სამტეხლოებს შეაფარეს. ამ გზით გადაურჩნენ ქართველები გერმანულ ტყვიას, თუმცა მათ ტყვეობას თავი ვერ დააღწიეს. მოგვიანებით, აჯიმუშკაის სამტეხლოები მუზეუმად გამოცხადდა. მუზეუმად რომლის ექსპონანტები გმირ ქალაქში გმირულად დაცემული ქართველი მებრძოლები არიან. 1973 წელს ქერჩს გმირი ქალაქი ეწოდა. ტყვიის საფასურში ერთ-ერთი მეომრის ისტორია ცოცხლდება, სიმონ თედიაშვილის გაუთავებელი ტყვეობა, ჯერ გერმანიაში, მერე საფრანგეთში, ბოლოს კი საბჭოეთში დასრულდა.